დღეს „ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოება“-ის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელმაც სექტემბრის სამუშაო გეგმა განიხილა. კერძოდ: ჟიული შარტავას სახელობის საერთაშორისო ალპინიადის, საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მომზადებისა და თბილისში ჟიული შარტავას ძეგლის დადგმის საკითხები, რომელიც საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა პროფესორმა ზურაბ ჯიბლაძემ წარმოადგინა.
სხდომას უძღვებოდა „ჟიული შარტავას საზოგადოება“-ის საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია, სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ.