error
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
პრეზიდიუმის სხდომა უმაღლეს საბჭოში

2 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელზეც  განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი:

 

1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

2. აფხაზეთში, საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჩართულობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმის დამტკიცების შესახებ;

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 28 ივნისის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.

სხდომაზე ასევე მოხდა ახლად შექმნილი სამსახურის - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის ნოდარ თოფურიძის წარდგენა.





















































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions