ერთ დროს გაერთიანებული საქართველოს, ბაგრატ მესამის სიდიადის, ძლევამოსილებისა და სიმდიდრის სიმბოლო - ბედიის ტაძარი XIX საუკუნის დასაწყისიდან თანდათანობით და მიზანმიმართულად ნადგურდებოდა.
დღეს კი ეს პროცესი დაჩქარებულია და დასასრულს უახლოვდება. როგორც ქვემოთ მოტანილი ფოტო და ვიდეო მასალა მეტყველებს, ბედიას ნანგრევებად ქცევა, აღგვა პირისაგან მიწისა ან, უკეთეს შემთხვევაში, ილორის ხვედრი - ავთენტურობის შეცვლის საფრთხე ემუქრება. „ვისაც გენებოს სიდიდე და სიმდიდრე ბაგრატ მეფისა, განიხილე ბედიის ეკლესია და მით სცნობ“, - წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. დღეს კი, ცივილიზებულ XXI საუკუნეში, ხდება პირიქით: „ვისაც გენებოს სიმდაბლე და ბარბაროსობა ოკუპანტებისა, განიხილე ბედიის ეკლესია და მით სცნობ“.

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, უახლოეს მომავალში იუნესკოს წინაშე ბედიის ტაძრის საკითხის დასმის შესახებ" - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
ბედიის ტაძარი - სექტემბერი 2109 წელი
https://www.youtube.com/watch?v=Ls98rbJFUWo