„ჩვენ გვყავს გმირები!
დღეს ოთხი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. რუსმა ოკუპანტებმა მას სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს!
ვუსამძიმრებ გმირის ოჯახსა და სრულიად საქართველოს!
ჩვენ მუდამ გვემასოვრება მისი საქციელი და ყველა დონეზე ვიბრძოლებთ, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს! ხოლო მომხდარს საერთაშორისო დონეზე სამართლებრივი შეფასება მიეცეს!“ – აღნიშნავს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.