თამაზ ხუბუა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის მედპერსონალს შეხვდა

 

2021 წლის 27 იანვარს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა შეხვდა შპს ,,ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის“ კოლექტივს. შეხვედრაზე აღინიშნა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობის, მედპერსონალის თითოეული წევრის COVID-19 ინფექციის გავრცელების მართვის პროცესში აქტიური ჩართულობა, ამ პერიოდში დევნილი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში მათ მიერ გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმი და პიროვნული თავდადება.

 

თამაზ ხუბუამ პოლიკლინიკის მედპესონალს გადასცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა სახელფასო დანაზოგებით შეძენილი სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები.

 

ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორმა ოთარ შენგელიამ პანდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ახალ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება; ამასთან, მადლობა გადაუხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას გამოჩენილი ყურადღებისათვის.


ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე თემურ ბოკუჩავა და წარმომადგენლობის რწმუნებული ზაალ ელიავა.  თამაზ ხუბუამ მათგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია წარმომადგენლობის მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში, 3-5 იანვარს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალებული თანამემამულეების დასახმარებლად გაწეული და მომავალში დაგეგმილი პრაქტიკული ღონისძიებების თაობაზე.

 

შეხვედრები ზუგდიდში და ჰუმანიტარული ამანათების გადაცემა პანდემიის პირობებში რეგულაციებისა და სანიტარული ნორმების სრული დაცვით განხორციელდა.























ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions