აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მომუშავე ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატმა დღეს უმაღლეს საბჭოში მომუშავე ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია განსაკუთრებული პატივისცემით  და გულთბილად მიესალმა საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებულ ყველა მანდილოსანს; მიულოცა გაზაფხულის მშვენიერი დღესასწაულები, ამასთან, ხაზი გაუსვა მათ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას თავიანთი მოვალეობის აღსრულებისადმი და მისაბაძ მოქალაქეობრივ პოზიციას; თითოეულს უსურვა ჯანმრთელობა, კორონა ვირუსზე გამარჯვება და უახლოეს მომავალში გაზფხულის დღესასწაულების მშობლიურ მხარეში აღნიშნვა. ბატონმა ჯემალ გამახარიამ დეპუტატებს - რაისა ქარაიას, ადა მარშანიას, საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებულ თითოეულ ქალბატონს სიმბოლურ საჩუქართან ერთად, მინდვრის ყვავილების თაიგული გადასცა.

დღესასწაული მიულოცეს ქალბატონებს ბატონებმა თამაზ ხუბუამ, დავით გვაძაბიამ, რუდიკ ცატავამ, ვახტანგ კაჭარავამ, ანზორ წოწონავამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ.

ისიც აღინიშნა, რომ პანდემიის მძიმე ვითარების პირობებში უმაღლეს საბჭოში მომუშავე ყველა ქალბატონი, თითქმის ერთი წლის წინ, უყოყმანოდ დაეთანხმა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის წინადადებას - მსურველებს საკუთარი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაეღოთ თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. როგორც ცნობილია, ამ გზით და საშუალებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქციები დევნილთა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, დღემდე გრძელდება. აღნიშნულ ჰუმანურ მისიას, უმაღლეს საბჭოში მომუშავე მამაკაცების მხარდამხარ, ქალბატონები მიმდინარე წლის ბოლომდე გააგრძელებენ.
























































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions