2021 წლის 6 აპრილს 13.00 სთ-ზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც უპირატესად დისტანციურ (ვებინარი) რეჟიმში ჩატარდება.
მოხსენებას თემაზე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და აფხაზეთის პრობლემა“ წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის დოქტორი ჯემალ გამახარია.
კონფერენციის მუშაობაში და დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციათა და დიასპორის წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში ჩართვის მსურველებმა უნდა მიმართონ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს:
ზურაბ მებონია
tel: 595307555
ნანა კვარაცხელია
tel: 558112029
email: nanakvaratskhelia15@gmail.com
ხვიჩა ქარდავა
tel: 591513651
email: khvichakardava@gmail.com