21 აპრილს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა. იმსჯელეს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებასთან, შერიგებასთან და ნდობის აღდგენისთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები.
სხდომას უძღვებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.