ადა მარშანია განცხადებას ავრცელებს

ჩემო ძვირფასო დევნილებო!



28 აპრილს, გაიმართა მეტად საჭირო და საინტერესო შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრთან ქ-ნ თეა ახვლედიანთან.


მინისტრმა მიიღო და გაიზიარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინადადება, შექმნილიყო მინისტრის აპარატთან საზოგადოებრივ-საექსპერტო საბჭო, რომლის პირველი სხდომაც უკვე გაიმართა.



აგრეთვე მინდა გაცნობოთ, რომ მინისტრის წინადადებით, მე, თქვენი მონა-მორჩილი დეპუტატი, ამ საბჭოში წარმოვადგენ აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებს.



ცხადია, საბჭოზე ჩემს მიერ ყველა საჭირბოროტო საკითხი იქნება მწვავედ გატანილი და განხილული. იმედია ბევრ საკითხს რაღაცა მაინც ეშველება!



დიდი პატივისცემით თქვენდამი



ადა მარშანია





ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions