უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

14 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა.

 

პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე.

შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენის შემდგომ გაიმართა კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად პრეზიდიუმის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტების განხილვის პროცედურის დაწყებას. ხოლო მეორე საკითხთან დაკავშირებით გაიმართება დამატებითი კონსულტაციები, რის შემდგომ იგი 21 მაისს პლენარულ სხდომაზე განსახილველად იქნება წარდგენილი.

პრეზიდიუმის სხდომა უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.













































































































 



















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions