მტკივნეული 1993 წლის 2 ივლისი...

28 წლის წინ, გამთენიისას, დაბა ტამიშთან  ქართველ მებრძოლთა პოზიციებს მოულოდნელად 600 კაციანმა დესანტმა შეუტია. მტერმა დესანტი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდიდან გადმოსხა. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის ტერიტორიაზე მოქმედი სეპარატისტთა ფორმირება.


შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს. დაღუპულთა და დაჭრილთა შორის იყვნენ თავგანწირული ვაჟკაცი ბიჭები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ადგილობრივი მოხალისეები. ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა შეძლეს პოზიციების შენარჩუნება, დესანტის მოგერიება და მისი სრულად განადგურება, რომელთა შორის უმეტესობას რუსეთის მოქალაქეები შეადგენდნენ.

 

მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს! ჩვენი ვალია შერიგებითა და ნდობის აღდგენით, ურთიერთმიტევებით, ყოველდღიური მიზანმიმართული მოქმედებით შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, აფხაზეთში - ჩვენს სახლებში დაბრუნება  და თავგანწირული პატრიოტებისათვის უკვდავების ძეგლის აღმართვა იქ, სადაც მათ სული დალიეს!

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions