უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა

16 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის რიგგარეშე სხდომები გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგვალი მაგიდა - ერთიანის საქართველოსთვის“ შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების ცნობად მიღების შესახებ და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის პროცედურის დაწყების შესახებ.

გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ააიპ-ს „სოციალური სოლიდარობისათვის“ მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული აქციის შესახებ.

სხდომები, რომლებსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.








































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions