ჰუმანიტარული დახმარება თბილისში მდებარე ერთერთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს გადაეცათ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 18 თებერვალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 27 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქ. თბილისში, ა. ღოღობერიძის (N3) ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზეზე.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.













ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions