აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა კოჯრის იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა და დეპუტატმა თემურ მჟავიამ კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა.






ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions