უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა

16 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, კერძოდ: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის თაობაზე“.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.






































































































 

 

 






































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions