18 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, კერძოდ:„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის „ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის ანგარიში 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ; „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათის ჩატარების განრიგის დამტკიცების შესახებ“.
სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.