საქართველოს პარლამენტში ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების საკითხებზე იმსჯელეს

20 მაისს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელზეც ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების საკითხებზე იმსჯელეს.

 

სხდომას უძღვებოდნენ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები და დევნილობაში მყოფი მოქალაქეების განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, და, ასევე აფხაზეთის მთავრობის სისტემაში შემავალ სკოლებში განათლებისა და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ მოხსენებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია წარსდგა.

გაიმართა საინტერესო დისკუსია წარმოდგენილ ინიციატივებთან და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.

სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი დახურულ ფორმატში წარიმართა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ენის პალატის წარმომადგენლები.



































































































 

 








ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions