23 მაისს „აფხაზეთის დღე“ აღინიშნება

დღეს, 23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთაწმინდის პარკში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

 

ციფრული მუზეუმის სივრცეში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იმერსიული პროექციის ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალური ფოტოები.

პარკის ტერიტორიაზე გაიმართა ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, სადაც გამოტანილი იყო საზოგადო მოღვაწეების ილია ჭავჭავაძის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ნინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილის, გიგა ლორთქიფანიძის, ნოდარ დუმბაძის, მერაბ კოსტავას, ილია ვეკუას, რეზო თაბუკაშვილის, მედეა ჯაფარიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ზვიად გამსახურდიას, ივანე თარბას, კარლო კალაძის, ნონა გაფრინდაშვილის აფხაზეთში გადაღებული დღემდე უცნობი და უნიკალური კადრები საოჯახო ფოტოალბომებიდან.

ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი კალიგრაფის ნამუშევრები, ასევე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო და ფოტო მასალა „აფხაზეთი - ხელნაწერ მემკვიდრეობაში“.

პარკის ღია სივრცეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

დღის ბოლოს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, მიხეილ სარჯველაძე, სამხრეთ ოსეთის დღოებითი ადმინისტრაციის თავმჯდომარე დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, ადა მარშანია, ბორის კაკუბავა, რაისა ქარაია, ელგუჯა გვაზავა, თემურ მჟავია, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.

















































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions