აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

25 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2021 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის სისტემური ანალიზის შესახებ“.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია. მოსაზრებები წარმოადგინეს აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ და მინისტრის მოადგილემ რაულ წულაიამ.

შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, რუდიკ ცატავამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა.

ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვის პროცესი გრძელდება.

სხდომას, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.





























































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions