თამაზ ხუბუა საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსს მრჩეველს მერი ჯანგველაძეს შეხვდა

17 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა შეხვდა 1990-1993 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსს მრჩეველს ქალბატონ მერი ჯანგველაძეს.

 

შეხვედრის მსვლელობისას გაიმართა საქმიანი მოსაზრებების ურთიერთგაცვლა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები თანამემამულეების და იძულებით გადაადგილებული პირების პოლიტიკური და სოციალური დაცვის აქტუალურ საკითხებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების შესაძლო გამარტივების თემაზე. ქალბატონ მ. ჯანგველაძეს მიეწოდა ინფორმაცია მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თაობაზე, რომელიც განხილვის პროცესშია. გამოითქვა სრული მზადყოფნა აფხაზეთის პრობლემატიკის გარშემო მუდმივი თანამშრომლობისათვის.

შეხვედრაში მონაწილეობდა და კონკრეტული წინადადებები გამოთქვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ქალბატონმა ეთერ ასტემიროვამ.






































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions