აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

16 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა.

 

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 90-ე მუხლის შესაბამისად „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“;  ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია - ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებულის 2018-2021 წლების მოხსენების ანალიზის შესახებ“.

პირველ საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია წარსდგა.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხი გადაეცეს კომიტეტებს და ფრაქციებს განსახილველად.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ინფორმაციის მოსმენა უახლოეს სხდომაზე ჩაინიშნა.

სხდომები, რომლებიც ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში წარიმართა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.































































































































 

 

 















































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions