თამაზ ხუბუა: “მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოს ხელისუფლება და მსოფლიო თანამეგობრობა აფხაზეთის პრობლემატიკის დარეგულირებისადმი მილევადი რეჟიმის პრიორიტეტს ირჩევენ“

 

ქ.ბათუმის ყოფილმა მერმა ასლან სმირბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და საქართველოს შორის კონფედერაციული ურთიერთობის დამყარების შესახებ.

 

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ განაცხადა: „ბატონ სმირბას ქმედებებში ისაა მისასალმებელი, რომ ქვეყნის უდიდეს სატკივარზე ფიქრობს. მსგავსი მოლაპარაკებების ლეგიტიმურობის უსუსურობაზე კომენტარს არც გავაკეთებდი, მაგრამ მაქვს მწვავე შეგრძნება იმისა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, დაინეტერესებული საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნები აფხაზეთის პრობლემატიკის დარეგულირებისადმი მილევადი რეჟიმის პრიორიტეტს ირჩევენ. ეს გარემოება კი დევნილებს და არა მარტო მათ უკიდურესად აღიზიანებთ. რაც შეხება სმირბას, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ გულით სწადია საზოგადოებას აფხაზეთის დაბრუნების მისეული კონცეფცია უაპელაციოდ შესთავაზოს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ რეგიონის პოლიტიკური და ადმინისტრაციული კავშირი ქართულ სახელმწიფოსთან ამ ტერიტორიდან ოტებული სხვადასხვა ეროვნების 500 ათასამდე ადამიანის სურვილსა და მონდომებაზე იქნება ყოველთვის დამყარებული. ასე, რომ ბატონო ასლან, გმადლობთ აფხაზეთზე ფიქრისთვის, მაგრამ კონფედერაციული მოწყობის პერსპექტივისათვის არ გამოუვლია გოლგოთის გზა აფხაზეთის ქართველობას - ცოცხლებსაც და ომში დაღუპულებსაც!“.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions