აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 27 დეკემბერს საახალწლო მიღება გაიმართა. მიღებაზე მოწვეული იყვნენ აფხაზეთის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები: ცნობილი მეცნიერები, ექიმები, პედაგოგები, მსახიობები, იურისტები, ომის ვეტერანები, სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი მუშაკები.
განსაკუთრებულად გამორჩეული ბიოგრაფიის ადამიანები დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს გულითადად მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და მადლობა გადაუხადეს ჩვენი სამშოლოსა და თანამემამულეების საკეთილდღეოდ გაწეული ღვაწლისათვის.
უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:
1. ომარ ზაქარაია - აფხაზეთის ომის ვეტერანი
2. ჯემალ სვანიძე - აფხაზეთის ომის ვეტერანი
3. ეკატერინა დემენტიევა - პედაგოგი
4. ნენე კალანდია - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი
5. ლილი ხურითი - მსახიობი
6. პავლე ქვაჩახია - ღვაწლმოსილი სახელმწიფო მოხელე
7. ზაურ მებონია - სამართალმცოდნე, იურისტი
8. დავით ჯალაღონია - სოხუმის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი
9. რევაზ სულუხია - ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
10. ზურაბ თუზბაია - ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
11. ლამზირა ზოდელავა - ჯანდაცვის მუშაკი
12. ტერენტი ჩარკვიანი - ღვაწლმოსილი სამეურნეო მუშაკი