თამაზ ხუბუა: “საზღვრის მთელ პერიმეტრზე მოქმედი რეჟიმის ნებისმიერი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია“

 

განათლების შესახებ საქართველოს კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს არსებულ კანონში მითითებული ტერმინის „საოკუპაციო ხაზი“ შეცვლას ტერმინით „გამყოფი ხაზი“.

 

აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

 

„ბოლო დროს ერთობ აქტუალური ხდება კონფლიქტურ რეგიონებში საქართველოს საზღვრის დეკრიმინალიზაციის საკითხი. ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გადამწყვეტად არ მიმაჩნია. დეკრიმინალიზაციის მცდელობის შემოტანა არასწორია. ქვეყნის საზღვარი ერთია და მასთან მიმართებაში მრავალრეჟიმიანი მიდგომები დაუშვებელია. ამიტომაც საზღვრის მთელ პერიმეტრზე მოქმედი რეჟიმის ნებისმიერი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია. საერთაშორისო პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ორგანიზაციებს იმის მაგივრად „გამყოფი ხაზის“ შემოღებაში გვარწმუნებდნენ, უკეთესი იქნებოდა სისტემატურად და მკაფიოდ განეცხადებინათ თუ რა ზომებს იღებს მსოფლიო თანამეგობრობა საქართველოს აღნიშნული რეგიონების მკვიდრი მოსახლეობის თავიანთ სახლებში დასაბრუნებლად?! მართალი გითხრათ, ამ და მსგავსი სხვა სააერთაშორისო ორგანიზაციების კარგა ხანია არ მიკვირს, მე უფრო გამკვირვებია ხსენებულ კანონში ასეთი შესწორების შეტანის „გულმხურვალე“ მხარდამჭერი ჩვენი ცალკეული კანონშემოქმედებისა!“ – აცხადებს თ.ხუბუა.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions