აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში - ”ჩეხეთის რეგიონები-საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკები” თანამშრომლობა ღრმავდება

 

მ/წ 2-7 ივნისს, შედგა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ ჯგუბურიას ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის მიზანი იყო ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ზდენეკ შკრომახთან მიმდინარე წლის დასაწყისში  ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის "აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის" ფარგლებში დაწყებული რეგიონალური თანამშრომლობის (ჩეხეთის რეგიონები-საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკები) საკითხის გააქტიურება კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების ფორმით; აგრეთვე ამ ფორმატში მიმდინარე წლის სექტემბერში პრაღაში დაგეგმილ ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალში "ბრილიანტის ხმები-2014" აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელის მონაწილეობის საკითხის და იმავე პერიოდში, პარალელურად, პრაღაში აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენის ორგანიზირება, ასევე, პრაღის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში აფხაზეთის კულტურის მინისტრის, საქართველოს სახალხო არტისტის, დიმიტრი ჯაიანის ჩართვა.

 

ამ მიზნით  შედგა სამუშაო შეხვედრები აღნიშნული მუსიკალური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტთან (დირექტორი, ბ-ნი იოზეფ ჩერმაკი) და ფესტივალის მასპინძელი მხარის, პრაღა-6 რაიონის მერთან, მარიე კოუსალიკოვასთან და მის მოადგილესთან, დოქტორ ონდრეი ბალაჩკასთან.

 

ასევე, დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები (იურიდიული შეთანხმებების გაფორმების მიზნით)  პრაღის რაიონის პრაღა-4 -ის მერიის ხელმძღვანელობასა და ნაგებობის მმართველ კომპანიასთან ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, 1918-1921წწ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის იმდროინდელი საცხოვრებელი სახლის ფასადზე მისი  ბარილიეფის დაყენების თაობაზე.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზ. ჯგუბურიას ვიზიტის მიზანია ყველა ჩამოთვლილი ღონისძიების ერთიანად განხორციელებით მ/წ სექტემბერში პრაღაში ფაქტიურად ჩატარდეს  "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დღეები", რაც იმავდროულად ყველაზე შთამბეჭდავი პოლიტიკური დატვირთვის ღონისძიებაც იქნება ევროკავშირის ერთ-ერთ წარმატებულ  სახელმწიფოში - ჩეხეთის რესპუბლიკაში.

 

ბ-ნ ზდენეკ შკრომახთან და ქ-ნ ლიდიე კოუსალიკოვასთან შეხვედრისას მათ გადაეცათა სამახსოვრო საჩუქრები: აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ფერწერული ტილო "აფხაზეთის ტრაგედია" და იუნესკო-ს მიერ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული "ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგია" - ალბომი.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions