დიდი მეცნიერის იუბილე

 

26 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ცნობილი ოფთალმოლოგის, აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებული ექიმის, სიმონ მიმინოშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

 

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს,  აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

 

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილოება მიიღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებმა, მედიცინის მუშაკებმა.

 

საიუბილეო სხდომა გახსნა აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ლომთათიძემ. დიდი მეცნიერის სამეცნიერო დამსახურებაზე და პიროვნულ ღირსებებზე ისაუბრეს ბატონებმა: ვახტანგ ყოლბაიამ, ელგუჯა გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.  სიმონ მიმინშვილის, როგორც მეცნიერისა და ექიმის შესახებ საზოგადოების წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე. დამსახურებული ექიმი მოიგონეს მისმა მეგობრებმა, მოწაფეებმა და ოჯახის წევრებმა.

 

სიმონ მიმინოშვილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და გამოგონების ავტორია, მათ შორის დღესაც პრაქტიკაში ფართოდ არის გავრცელებული ოფთალმოლოგიური მაკრატელი (მიმინოშილის მაკრატელი).

 

სიმონ მიმინოშვილი დაკრძალულია ქ. სოხუმში.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions