სარწმუნო წყაროდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, 4 ივლისს, გალის რ-ნის სოფ.ზემო ბარღების მკვიდრი კახა რიგვავა სოფ. ნაბაკევის გზაზე ჩასაფრებულმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა ოჯახმა გამოსასყიდის სახით 50 000 რუსული რუბლი გადაიხადა.
8 ივლისს ამავე სოფლის მაცხოვრებელი ნუგზარ ჯოლოგუა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა კუთვნილ ავტომანქანასთან ერთად გაიტაცეს.