აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შვედი პროფესორი სტუმრობდა

 

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს  მალმიოს უნივერსიტეტის პროფესორი, შვედი კონფლიქტოლოგი კარინა ვამლინგი, მეუღლესთან, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორთან, სოხუმელ რევაზ ჭანტურიასთან  ერთად სტუმრობდა.

ქალბატონ კარინა ვამლინგის   სამეცნიერო კვლევები ეხება კავკასიის პრობლემატიკას, მათ შორის, აფხაზეთის თემას.

დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მასპინძლობდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია, შვედმა მეცნიერმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენებისადმი, კერძოდ აფხაზეთის მოსახლეობის პასპორტიზაციის პოლიტიკის მიმართ. საუბარი აგრეთვე შეეხო კონფლიქტებითა და კავკასიის თემით დაინტერესებულ უნივერსიტეტსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას.

ბატონმა ჯემალ გამახარიამ, რომელიც აფხაზეთის ისტორიისა და კონფლიქტების საკითხებზე თავადაც  აქტიურ სანეცნიერო მუშაობას ეწევა, კმაყოფილება გამოხატა ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტული საკითხებით  შვედეთის  ავტორიტეტული უნივერსიტეტისა და პროფესორი ქალბატონის დაინტერესების გამო, ამასთან აღნიშნული თემატიკის ირგვლივ თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions