ჰოლანდიაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება


2014
წლის 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენის ერთ-ერთი პრესტიჟული გალერეაფრედერიკ ვან დერ ვლისტი(მისამართზე: Nieuwe Rijn 26, 2312 JD Leiden, the Netherlands) ჰოლანდიური ფონდის არტექო* (www.artecho.nl) ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, უმასპინძლებს გამოფენასჩემი სახლი-აფხაზეთი”, რომელზეც აფხაზეთის ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლების ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება. ყველა ტილოს შთაგონების წყარო არის 20 წლის წინ ომის გამო იძულებით დატოვებული მშობლიური მხარის, აფხაზეთის კოლორიტის, იქაური მოტივების მონატრება და ტკივილი.


ჰოლანდიელ პუბლიკასთან ერთად გამოფენის გახსნას დაესწრებიან უმაღლესი რანგის სტუმრები ჰოლანდიიდან და საქართველოდან.

გამოფენა „ჩემი სახლი - აფხაზეთი“ არის ”ფესტივალი იბერიას” (www.festivaliberia.nl )

ორგანიზატორი ჰოლანდიური ფონდი ”არტექოს”  მორიგი, მეხუთე პროექტი. აღსანიშნავია, რომ წინა  4 გამოშვებას უშუალოდ დაესწრო 75 000-მდე ადამიანი, მრავალრიცხოვან პუბლიკას საშუალება მიეცა მიეღო ინფორმაცია  ძალზე მნიშვნელოვანი კულტურული პროექტების  და მასში მონაწილეების შესახებ.


ოთხი გამოშვების ფარგლებში ”ფესტივალ იბერიასთან”  დაკავშირებით მხოლოდ ჰოლანდიურ მედიაში ქართულ კულტურას, საქართველოს მიეძღვნა 41 სტატია(იხ. წლების მიხედვით www.festivaliberia.nl Publications). ასევე უპრეცენდენტოდ დიდია უცხოელ პარტნიორთა თანადგომაც: 4 გამოშვების მანძილზე ”ფესტივალი იბერიამ” 52 ჰოლანდიელი პარტნიორის მხარდაჭერით ისარგებლა.

ხვალ, 4 სექტემბერს, 11 საათზე გამოფენის ორგანიზატორი ფონდ ”არტექოს” დირექტორი დალი დე გრააფი, ჰოლანდიაში მიწვეული მხატვრების - ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას მონაწილეობით ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში (მის; კოსტავას 68ა) აღნიშნულ თემაზე პრესკონფერენციას გამართავს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions