შეხვედრა უმაღლეს საბჭოში


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 30-ე რაუნდის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, რომელიც ქართული დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს აღნიშნული ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებში.

 

9 და 10 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  დავით დონდუამ უხელმძღვანელა.

 

ბატონი ვახტანგ ყოლბაიას ინფორმაციით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების თაობაზე, ქართული მხარის მიერ მწვავედ დასმულ კითხვაზე პასუხს ოპონენტთა მხარემ, გასაგები მიზეზისა და  პოზიციის გათვალისწინებით,  თავი აარიდა.

 

როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, სხვა საკითხების პარალელურად, დაისვა საკითხი აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველეს კულტურულ-ისტორიულ ძეგლთა დაცვის აუცილებლობის შესახებ. ქართული დელეგაცია ითხოვდა  იუნესკოს ჯგუფის ჩასვლას აფხაზეთში, რასაც არ დაეთანხმა მეორე მხარე. საბოლოოდ შეთანხმდენენ კომპრომისულ ვარიანტზე - 2015 წლის დასაწყისში თბილისში ჩამოვა ექსპერტი, რომელიც შემდგომ აფხაზეთში გაემგზავრება და ჯერჯერობით, მხოლოდ ლიხნისა და ბედიის ტაძრების შესახებ შეეცდება საექსპერტო დასკვნის გაკეთებას.

 

ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ელგუჯა გვაზავასა და  დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ მიერ დასმული კითხვების პასუხად.

 

ჟენევის ფორმატით მორიგი შეხვედრა  დაგეგმილია  მომავალი წლის 9-12 მარტს.



































 

 

 

 

 





ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions