წიგნის "ჰონკონგი, ჩინეთი 1997" განხილვა აფხაზეთის მთავრობაში


25 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "კონფლიქტებისა დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" წარმომადგენლებმა მოაწყვეს წიგნის "ჰონკონგი, ჩინეთი 1997" პრეზენტაცია-განხილვა.

 

წიგნის ავტორები არიან წევრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ჯემალ გახოკიძე და სოფო მიდელაშვილი. ნაშრომის შექმნის მოტივაცია განაპირობა საქართველოში არსებულმა მოუგვარებელმა პრობლემებმა. კონფლიქტების ჩიხიდან გამოსასვლელი გზების ძიების პროცესში ზემოთ ხსენებული ცენტრი ჰონკონგის ფენომენმა დააინტერესა, რადგან 1997 წელს ჰონკონგის დედასახელმწიფოში დაბრუნების ფაქტი იყო უნიკალური მოვლენა მსოფლიო პოლიტიკაში. ჰონკონგზე ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენამ საერთაშორისო სამართალში კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანად გადაწყვეტის პრეცედენტი შექმნა. ამიტომაც, წიგნის ავტორებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ამ ისტორიული ფაქტის კვლევა და წიგნის სახით წარდგენა.  იგი განკუთვნილია როგორც კონფლიქტებითა და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ პირთათვის, ისე საზოგადოების ფართო წრისათვის.

წიგნის განხილვისას გაიმართა საინტერესო დისკუსია აფხაზეთის ხელისუფლების წევრებისა და მოწვეულ სტუმართა მონაწილეობით. აღნიშნულ ნაშრომს მიეცა მაღალი შეფასება, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტური მასალის საფუძვლიანად გაცნობას, შესაძლებელი პარალელების გავლებას, მსგავსებებისა და განსხვავებების ძიებას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.

ჯემალ გახოკიძის თქმით: "არ შეიძლება ჩინეთის მიერ განხორციელებული დიპლომატიური სვლების პირდაპირი კოპირება და გადმოტანა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ჰონკონგის პრეცედენტი არის ანგარიშგასაწევი და ყურადსაღები, ის უნდა იქნეს კრიტიკულად გაანალიზებული, სწორედ ეს არის ამ წიგნის მიზანიც".

დასასრულ, მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობის თაობაზე, რაც ითვალისწინებს აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის პროექტის მომზადებას.

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 

 

 






ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions