ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა გახსენება

აფხაეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრებმა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა და აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა 1993 წელს ივლისის შემოტევების დროს სოფელ ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას ერთობლივად პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ტამიშის ბრძოლებში ქართველმა მებრძოლებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს სეპარატისტულ ძალებს, რამაც დეზორგანიაზაცია შეიტანა მტრის ბანაკში. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას განცხადებით, „ტამიშთან დაღუპული თითოეული მებრძოლი საქართველოს გმირია და ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე. არ არსებობს დრო, რომელიც მათ სამაგალითო გმირობას დაავიწყებს ისტორიას, მათი შეუპოვრობა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და პატივს მივაგდებდეთ საქართველოში მხედრული სულის ასაღორძინებლად.“















































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions