წიგნის შესავალი, ”აფხაზეთის/საქართველო ტრაგედია - ჰოლოკოსტი #2 გრძელდება”, აგრეთვე პირველი ნაწილი ”ისტორიული მიმოხილვა და გენოციდისა და ეთნიკური წმენდის რუსული პოლიტიკა” - ჯემალ გამახარიას ეკუთვნის. მეორე ნაწილის - ”1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის სამართლებრივი ანალიზი” - ავტორია ჰააგის სასამართლოს თანამშრომელი თამარ ჯაფარიძე. მესამე ნაწილი - ”აფხაზეთში განხორციელებული გენოციდის ფსიქოლოგიური ანალიზი” მოამზადა ქეთევან ჩიგოგიძემ. მეოთხე ნაწილს შეადგენს - ”გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სახელობით სია”.
წიგნის მთავარი რედაქტორია ჯემალ გამახარია, კონსულტანტი - მინდია უგრეხელიძე. სარედაქციო საბჭოში გარდა ავტორებისა შედიან გიორგი დგებუაძე, გივი ლომინაძე, ანზორ ლაცუზბაია, თამარ სარჯველაძე, მერაბ ტურავა. მხატვრული გაფორმება ეკუთვნის ნუგზარ მგალობლიშვილს, რეცენზენტი - ანზორ წოწონავა, რედაქტორ-გამომცემელი - ხვიჩა ქარდავა.
წიგნი ეძღვნება აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად ორივე მხარეს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას.