აფხაზეთის დღეები - ამ სახელწოდების გამოფენით გამოეხმაურა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა სოხუმის დაცემის 22 წლისთავს.
სამი წლის წინ უცხოელმა სტუდენტებმა აფხაზეთში იმოგზაურეს და გადაღებული ფოტოები ბიბლიოთეკას გადასცეს. სწორედ ეს ფოტოები და სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცული აფხაზეთის თემას მიძღვნილი წიგნები გამოიფინა ბიბოლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
გამოფენის გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, დევნილი მთავრობის სხვა წევრები და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 28 ოქტომბერს გახსნილი გამოფენა 2 ოქტომბარმდე გაგრძელდება.