3 ოქტომბერს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა გაგრის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შემაკეს.
იმავე დღეს აფხაზეთის საზოგადოებრიობამ თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ გაგრაზე შეტევა 1992 წლის ოქტომბერს პირველ რიცხვებში დაიწყო. აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსეთის რეგულარულმა არმიამ, ჩრდილოკავკასიელმა კონფედერატებმა და ბაგრამიანის სახ. სომხურმა ბატალიონმა ქალაქი ალყაში მოიქციეს. 5 ოქტომბერს ქალაქი გაგრა დაეცა.