აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ულოცავს დეპუტატ გენო კალანდიას ”საგურამოს” პრემიის ლაურეატობას


8 ნოემბერს, საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მწერლის 178 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლიტერატურული პრემიის – „საგურამო“ – დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადეცათ ჯილდოები. დღესასწაულს, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

პოეზიის ნომინაციაში, წიგნისთვის ,,საგალობლები უფლისთვის“, პრემია გადაეცა პოეტ გენო კალანდიას.

აღსანიშნავია, რომ ამ პრემიით ქართველი მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები ჯილდოვდებიან ლიტერატურასა და ხელოვნების დარგში. აღნიშნულ ღონისძიებაზე გაიცა სპეციალური პრიზი - ილია ჭავჭავაძის მედალი ‘‘მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა! ‘‘ ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions