ციალა არდაშელიას 80 წელი შეუსრულდა

 

მწერალსა და პუბლიცისტს 80 წელი შეუსრულდა. მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის, დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ციალა არდაშელია უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

 

ქალბატონ ციალა არდაშელიას შინ ეწვივნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი.

 

უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ ქალბატონს საპატიო სიგელი და თაიგული გადასცეს და მთელი განვლილი წლების მანძილზე პროფესინალიზმითა და გამორჩეული პატრიოტული სულისკვეთებით აღბეჭდილი მოღვაწეობისათვის, აფხაზეთის საზოგადოების სახელით, უღრმესი მადლობა გადაუხადეს.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions