აფხაზეთის ხელისუფლების ორგანიზებით დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცა.

 

აფხაზეთის ხელისუფლების წარმოამდგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან თევზაია და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

 

აქციაში ჩართულნი იყვნენ თბილისის მერია, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები და მოხალისეები.


მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სასურსათო პროდუქტის შეგროვება. პროდუქტი დაურიგდათ აფხაზეთის ომის II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქტიური ჩართულობისათვის თბილისის მერიას, ინდივიდუალურ მონაწილეებს, კერძო კომპანიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამის სერთიფიკატები გადასცა.


საქველმოქმედო აქციის მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions