გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქ. სევასტოპოლში (უკრაინა) ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ



რეზოლუცია, 71-ე სესია

 

განსახილველად შეტანილია 2016 წლის 31 ოქტომბერს

მიღებულია 2016 წლის 19 დეკემბერს

რეზოლუციის ინიციატორი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, უნგრეთი, გერმანია, საქართველო, დანია, ესპანეთი, კანადა, ლიტვა, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბრიტანეთი,ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, უკრაინა, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქ. სევასტოპოლში (უკრაინა) ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

გაეროს გენერალური ასამბლეა ხელმძღვანელობს რა ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული მიზნებითა და პრინციპებით, ადამიანის უფლებათა საერთო დეკლარაციისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო აქტებისა და დოკუმენტების გათვალისწინებით, ადასტურებს სახელმწიფოების ძირითად პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

გენერალური ასამბლეა გმობს რა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის - ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქ. სევასტოპოლი (ყირიმი) - დროებით ოკუპაციას, ადასტურებს რეგიონის ანექსიის არაღიარებას.

გენერალური ასამბლეა ასევე გმობს ყირიმის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე დარღვევებს, მათ შორის იძულებით გატაცებას, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის დევნას, დისკრიმინაციას, შევიწროებას, დაშინებას, მსჯავრდებულების წამებას და შემდგომ ყირიმიდან რუსეთის ფედერაციაში გადაყვანას, აზრის გამოხატვის აკრძალვას, რელიგიურ შეუწყნარებლობას, მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვას და სხვა.

გენერალური ასამბლეა გმობს დისკრიმინაციულ პრაქტიკას, რომელსაც ადგილი აქვს დროებით ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობისადმი რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ, ყირიმელი თათრების, უკრაინელებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ.

გენერალური ასამბლეა მოითხოვს ყველა საჭირო ზომის მიღებას, რათა დაუყოვნებლივ აღიკვეთოს ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტები, რომელსაც ადგილი აქვს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის გაუქმდეს დისკრიმინაციული კანონმდებლობა, განთავისუფლდეს უკრაინის ყველა ის მოქალაქე, რომლებიც უკანონოდ იქნენ დაკავებული და გასამართლებული სამართლიანი სასამართლოს უფლების გარეშე, ასევე დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ყველა ის მსჯავრდებული, რომელიც უკანონოდ იქნა გადაყვანილი ყირიმიდან რუსეთის ფედერაციაში.

დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყირიმელ თათართა მეჯლისის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისა და ამავე მეჯლისის ლიდერთა ყირიმის ტერიტორიაზე არდაშვების შესახებ გადაწყვეტილება.

გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაიცვას ადგილზე მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა ყირიმის ტერიტორიაზე თავისუფლად დაშვებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში დაძაბულობის მოხსნას.

გენერალური ასამბლეა აღნიშნული საკითხის 72-ე სესიაზე განხილვის აუცილებლობისკენ მოუწოდებს, სახელწოდებით - „წახალისება და ადამიანის უფლებათა დაცვა“.

რეზოლუცია მიღებულია ხმათა უმრავლესობით. წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ 26 ქვეყანამ, მათ შორის: სომხეთმა, ბელორუსიამ, ყაზახეთმა, რუსეთის ფედერაციამ, უზბეკეთმა, ჩინეთმა, სერბეთმა, ირანმა, ჩრდილოეთ კორეამ, ვენესუელამ და სხვა.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions