საინფორმაციო ბროშურა დევნილთა ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ

განსახლების პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა

იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მთელს ქვეყანაში გადაადგილების და სხვა ადგილებში მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

 

ამ მიზნის მისაღწევად, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ არსებული სამოქმედო გეგმა განსაკუთრებით ისწრაფვის იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საჭიროებების საკითხის გრძელვადიანად გადაჭრის, მათი სახელმწიფოზე დამოკიდებულების შემცირების და მათ დაბრუნებამდე, სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებული პირების ნათელი და გამჭვირალე კრიტერიუმების საფუძველზე სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამებში ჩართვისაკენ.


განსახლების პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტილება არ არის იძულებით გადაადგილებული პირების მუდმივ საცხოვრებელ ადგილას ან სხვა ადგილებში, საიდანაც ისინი იძულებულნი გახდნენ გადმოადგილებულიყვნენ, საკუთრების უფლების ფულადი კომპენსაცია. მათი ქონებრივი უფლებები და უფლებები საცხოვრებელსა და მიწაზე რჩება ხელშეუხებელი.

ამ მიზნის მისაღწევად, სტრატეგია ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც განსახლებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას ემსახურება და 3 ეტაპად განხორციელდება.

დაწვრილებით >>
Print