მოზარდ მხატვართა გამოფენა საქართველოს პარლამენტში - „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გამოფენა სახელწოდებით „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს" გაიმართა. ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოზარდების მიერ აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.

 

ღონისძიება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მასპინძლობითა და თანაორგანიზებით, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და ბრიტანული საერთაშორისო ასოციაციის - „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის" (EPDI) ერთობლივი ორგანიზებით, ასევე ფონდი „კრისტალის" მხარდაჭერით გაიმართა.






















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions