აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრებმა ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს


8 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს აგრაფინა თავართქილაძესა და შოთა გვილავას ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბიამ, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ თანამემამულეებს გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და კომპანია „კარფურის“  წარმომადგენლებთან ერთად საჩუქრები გადასცეს.

კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით სასაჩუქრე კალათა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ ყველა დევნილ ვეტერანს გადაეცემა.



























































































Print