ახალგაზრდული ღონისძიება „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“

 

28 მაისს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ვ.არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა ახალგაზრდული ღონისძიება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავს მიეძღვნა სახელწოდებით „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ”.


ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჯარძე, დეოკუპაციის საერთაშორისო კავშირების განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ,,ახალი აფხაზეთი_სამართლიანობა,, თავმჯდომარე რაისა ქარაია. მოწვეული იყვნენ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული სკოლის მოზარდები,ზუგდიდიდან, სენაკიდან.

 

უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარის მოადგილეს თქმით, ღონისძიება ,,მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ,, შინაარსით მოიცავდა იმ მტკივნეულ და ამავე დროს საამაყო თარიღთან შემხებლობას,რომელსაც 26 მაისი ჰქვია. მონაწილე ბავშვებმა თავიანთი თავი წარმოაჩინეს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში რაც გამოიხატა ხელოვნების ნიმუშების წარმოდგენაში და სხვადასხვა შინაარსობრივი თემის წარმოჩენაში.ახალგაზრდობამ საკმაოდ ინიციატივიანი,ნოვატორული თემატიკა წარმოაჩინა 26 მაისთან დაკავშირებით.მათმა გულწრფელობამ და მაღალმა ინტელექტმა,აღაფრთოვანა მოწვეული სტუმრები,მართლაც ამ ახალგაზრდობამ დაამტკიცა,რომ ისინი ღირსეული მეგზურები არიან თავიანთი ქვეყნის, რომელსაც ,,საქართველო’’ ქვია.



ღონისძიების დასასრულს მასში მონაწილე სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთის განათლების სამინისტროს მადლობის სიგელები და საჩუქრად წიგნები გადასცეს.



















































































































































Print