უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია დაიხურა

დღეს 28 ივნისს, პარასკევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და  უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად საგაზაფხულო სესიის დახურვას უყარეს კენჭი.

 

საგაზაფხულო სესიის დახურვამდე დეპუტატებმა დაამტკიცეს სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს 3 სექტემბერს გაიხსნება, როგორც ეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით არის განსაზღვრული.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია  საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს რიგგარეშე სესია.

 


Print