უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა


13 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.


 

სხდომაზე, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,  განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია აფხაზეთის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებასთან, კერძოდ: ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისა და ხელმისაწვდომობის ზრდასთან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და დაავადებათა ადრეულ პრევენციასთან.































































































Print