ჯემალ გამახარია: „არ არსებობს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სხვა გზა, გარდა მშვიდობიანი მოლაპარაკებისა ქართველებსა და აფხაზებს შორის“

27 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, კრემლის წაქეზებით აფხაზეთში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ომში გადაიზარდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

 

ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის  წევრებმა ყვავილების გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, 14 აგვისტო ქართველებისა და აფხაზების საერთო უბედურების დღეა, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს: -  „ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ დღის გახსენება... მე მაშინაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვიყავი და კარგად მახსოვს ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ომის წინა დღეებში. ამ დღეს დაიწყო ის უგუნური ომი, რომელშიც გამარჯვებული დარჩა ის, ვინც ზურგს უკან იყო, წარმართავდა ამ ომს და დღეს ოკუპირებული აქვს აფხაზეთის ტერიტორია.


14 აგვისტო არის ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიის, საერთო მარცხის დღე. ეს მწარე გაკვეთილი გვკარნახობს, რომ არ არსებობს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სხვა გზა, გარდა მშვიდობიანი მოლაპარაკებისა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არ არსებობს არანაირი გზა იმისაც, რომ აფხაზებმა ქართველებისგან დამოუკიდებლად რაიმე სიკეთეს მიაღწიონ“ - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.




























































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions