უმაღლეს საბჭოში კომიიის სხდომა ჩატარდა


2019 წლის 4 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

 

სხდომაზე დაამტკიცეს კანონპროექტის განხილვის გრაფიკი, ასევე კანონის პროექტის საყოველთაო განხილვის საინფორმაციო,  ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმა.

საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ თ.ხუბუამ, კომისიის წევრებმა რ.ხონელიძემ, დ.ფაცაციამ, რ.ქარაიამ, ზ.მებონიამ, ო.გარმელიამ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები კანონოპროექტის განხილვის პროცესის ეფექტიანობის თვალსაზრისით დევნილთა საზოგადოებისა და პროფესიონალი კონსტიტუციონალისტების წარმომადგენელთა ჩართულობასთან დაკავშირებით.

საორგანიზაციო კომისიის სხდომაში მონაწილეობდა და კონკრეტული წინადადებები შემოიტანა  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.












































































































Print