„ ბალტიის ჯაჭვი - 30“


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის მოეწყო სიმბოლური ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც „ბალტიის გზისადმი“ სოლიდარობას მიეძღვნა. ღონისძიებაში სტუდენტებთან, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯ.გამახარია იღებდნენ მონაწილეობას.

 

როგორც ცნობილია, 30 წლის წინ, 1989 წლის 23 აგვისტოს, ბალტიისპირეთის სამმა რესპუბლიკამ - ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ სამივე რესპუბლიკის მოქალაქეების 25%-ის ნებით, ანუ 2 მილიონი ადამიანის მონაწილეობით, „ბალტიურ გზად” წოდებული უწყვეტი ცოცხალი ჯაჭვი აღმართეს, რომლის სიგრძე 600 კმ-ს აღემატებოდა.

ბალტიის ცოცხალი ჯაჭვით პრაქტიკულად ერთმანეთს დაუკავშირდა ამ სამი რესპუბლიკის დედაქალაქები რიგა, ვილნიუსი და ტალინი. აქციის მონაწილეთა მიზანი იყო ეჩვენებინათ მსოფლიო საზოგადოებისათვის ბალტიისპირეთის ქვეყნების მისწრაფება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი და ამით მოლოტოვ-რიბენტროფის ცნობილი პაქტი გაეპროტესტებინათ, რომლის ძალითაც დაირღვა მათი სუვერენიტეტი და შეიცვალა ბალტიის ქვეყნების ბედი.

თბილისში გამართული ღონისძიების მონაწილეებმა, რომლის ინიციატორიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, სოლიდარობა გამოუცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობის მაშინდელ მშვიდობიან აქციას, რომელიც იმ დროს ისტორიულ მოვლენად იყო აღქმული მთელი მსოფლიოს თვალში, ამასთან ამ უკანასკნელი სიმბოლური ჯაჭვით  გააპროტესტეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ხალხმრავალმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული ხელშეუხებლობისთვის  მშვიდობიანი ბრძოლის მნიშვნელობას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდეს ზატლერსი, ლიეტუას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, ლიეტუასა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, საქართველოში მოქმედი სხვა ქვეყნების საელჩოების, წარმომადგენლები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, აგრეთვე ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები. თავდაპირველად დიპლომატიური კორპუსის წარმომადენლებთან შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის დარბაზში. სტუმრებს მიესალმა რექტორი ზურაბ ხონელიძე, სიტყვით გამოვიდნენ ლიეტუას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდეს ზატლერსი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ელჩები, რომელთაც მადლობა გადაიხადეს სოლიდარობისათვის და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტრიული მთლიანობისადმი; შემდგომ თავადაც შეუერთდნენ ცოცხალ ჯაჭვს.



















































































































































 

 



















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions