ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში რეჯისორ ირინა ბოკუჩავას ფილმის „ომის პატარძალი“-ს თიზერის პრეზენტაცია გაიმართა

 

25 ოქტომბერს,  აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, რეჟისორ ირინა ბოკუჩავას ფილმის − „ომის პატარძალი“ − თიზერის პრეზენტაცია გამართა. საპილოტე მასალის ჩვენება პროექტ „ომი და ქალის“ ფარგლებში გაიმართა.  

ფილმის „ომის პატარძალი“-ს თიზერის პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გურამ ოდიშარია, საქართველოსbპარლამენტის წევრი, დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ა/რbუმაღლესიbსაბჭოს დეპუტატი ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ლიტერატურულ-შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი, მწერალი ნანა ქარდავა, გენერალი დავით გულუა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის  ა/რ მინისტრის მოადგილე მანანა ანუა, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია და სხვები. გამომსვლელებმა ფილმის მნიშვნელობაზე ისაუბრას, გაიხსენეს აფხაზეთში ომის დროს განვითარებული მოვლენები და ომის შემდგომი პერიოდი. მათ, ფილმის გადასაღებად ფინანსური სახსრების მოძიების საქმეში რეჟისორს დახმარება აღუთქვეს. გამოითქვა აზრი, რომ ამ მიზნისთვის შეიქმნას სპეციალური ფონდი.

ფილმი ეხებოდა იმ ღირსეულ ქართულ ტრადიციებს, სიყვარულს, ერთგულების, ქალის მძიმე ხვედრს. იმ მძიმე შედეგებსაც რაც მოაქვს ომს ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ნგრევის შედეგად გამოწვეულ იარებს რომლის მკურნალი არი დრო, მაგრამ სამწუხაროდ ჭრილობები  მაინც რჩება.

ღონისძიებას  აფხაზეთის  ა/რ  უმაღლესი საბჭოს დეპუტატები  ვახტანგ  ყოლბაია, რაისა ქარაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირინა ბოკუჩავა აქტიური ჟურნალისტური საქმიანობისთვის და ცხელ წერტილებში მოვლენების გაშუქებისთვის 2000 წელს დაჯილდოვდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს სიგელით. 2019 წელს, პროექტში „მხოლოდ ქალები“ ირინა ბოკუჩავა დასახელდა ათ წარმატებულ ქალბატონს შორის და დაჯილდოვდა აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სიგელით.
























































































































































































































































Print