მედიცინის მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 2019 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ:


მამუკა თხელიძე - ექიმი-დერმატოვენეროლოგი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებისა და მედიცინის მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე;

ნანა მაჭარაშვილი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებისა და მედიცინის მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე;

გიორგი კეპულაძე - ექიმ-პედიატრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებისა და მედიცინის მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.


მედიცინის მუსაკთა ასოციაციის წარმომადგენლებს სიგელები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.














































































































































































Print